ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ
კონტრდეზინფორმაციული ინტერვენცია: ღირებულების/იდენტობის საკითხები და ანტიდასავლური პროპაგანდა
აღწერა: პროექტის მთავარი მიზანია ევროპული იდენტობის აღიარებისა და აღქმის გაძლიერება ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სწრაფვის მხარდაჭერა. ევროპული ღირებულებების ქართულ ეროვნულ იდენტობაში ჩანერგვით, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ერთიანი ხედვის განვითარებას ევროპული ინტეგრაციისკენ. პროექტი შექმნილია იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის (დეზინფორმაციული კამპანიები) საპასუხოდ, რომლებიც იყენებს ქართული ეროვნული იდენტობის დამახინჯებით ძირს უთხრის ერის დემოკრატიულ ღირებულებებს და მის გზას დასავლური ინტეგრაციისკენ.
დონორი: Zinc Network
ბიუჯეტი: 129,987.00 ლარი
განხორციელების პერიოდი: 15/05/2024 - 31/12/2024
ინკლუზიურობის ხელშეწყობა: ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის ევროკავშირის გაგების გაღრმავება
აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადგმას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის მთელი მოსახლეობის საერთო ეროვნული იდენტობის გარშემო გაერთიანებას, რაც ხელს შეუწყობს ასევე სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპის - ერთიანობის გაძლიერებას. პროექტის რელევანტურობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ აქამდე არ გაკეთებული ყოვლისმომცველი კვლევა იმის შესახებ, თუ რა წინაპირობები უშლის/უწყობს ხელს ქვეყნის ევროინტგრაციის პროცესს ეთნიკურ უმცირესობებში.
დონორი: United Nations Association of Georgia (UNAG)
ბიუჯეტი: $67,088
განხორციელების პერიოდი: 01/05/2024 – 31/12/2024
ორგანიზაციის საქმიანობის ხილვადობისა და შესაძლებლობების ზრდა, მედია პლატფორმების გაუმჯობესების გზით
აღწერა: პროექტის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობისა და ინკლუზიურობის გაზრდა, არსებული რესურსების გაუმჯობესების გზით. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების და შესაბამისად იმ ადამიანების რიცხვიც, რომელებიც სხვადასხვა კუთხით არიან ჩართულნი ამ პროექტებში (როგორც უშუალოდ განმახორციელებლების, ასევე ბენეფიციარების კუთხით).
დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ბიუჯეტი: 9,440.00 ევრო
განხორციელების პერიოდი: 09/02/2024 – 09/06/2024
12 ნაბიჯი სამართლიანი სასამართლოსკენ
აღწერა: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმებს სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საჯარო განხილვის გზით. პროექტის ფარგლებში დემოკრატიის მცველების (DemDef) და საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივის (GDI) მიერ მომზადებული ერთობლივი დოკუმენტი შეეხება მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს რეფორმის, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის, მოსამართლეთა სპეციალიზაციის, დისციპლინური სამართალწარმოების, საქმეების განაწილების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას და საქმეების გადასინჯვის საკითხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო დისკუსიების მოწყობა სამართლის სკოლის სტუდენტებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიის წარმომადგენლებთან. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმის ერთიან ხედვის განვითარებას.
დონორი: East-West Management Institute (EWMI)
ბიუჯეტი: 24,045.07 $
განხორციელების პერიოდი: 06/15/2023 - 12/15/2023
ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების კამპანია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად
აღწერა: პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების მხარდაჭერა ინკლუზიური, კონსოლიდირებული, კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
შემოთავაზებული პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალი გადაწყვეტილების კონტექსტში საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის, 2024 წლის მოახლოებული საყოველთაო არჩევნებისათვის და კრემლის ეთნიკურ უმცირესობასა და უმრავლესობაზე მუდმივ ამავნე გავლენზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
დონორი: საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
ბიუჯეტი: $ 95 300,00
პერიოდი: 01/07/ 2023 – 30/11/2023
არა რუსულ კანონს
აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას „რუსული კანონის“ შესახებ, ასევე საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას კამპანიის მხარდასაჭერად - „არა რუსულ კანონს“. სხვა მასალებთან ერთად, პროექტი ფარავს საინფორმაციო ბარათების მომზადებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე დაყრდნობით.
დონორი: ღია საზოგადოება-საქართველო
ბიუჯეტი: $3,000.00
პერიოდი: 09/03/2023-09/05/2023
პრორუსული ძალების ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურისა და გავლენების შემცირება სამოქალაქო აქტივიზმის მეშვეობით
აღწერა: პროექტის მიზანია პრო-რუსული ძალების გავლენის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესუსტება სამოქალაქო აქტივიზმის გამოყენებით. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელთან ერთად ხორციელდება არაერთი აქტივობა. მათ შორის, საჯარო შეხვედრები და საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელში და ა.შ.
დონორი: East-West Management Institute (EWMI)
ბიუჯეტი: $23,785.70
განხორციელების პერიოდი: 01/09/2022 – 31/03/2023
სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება
აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმით დაინტერესებული ახალგაზრდების გაძლიერებას კონკრეტული მიმართულებებით. კერძოდ: ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის, საჯარო გამოსვლებისა და დებატების კულტურისა და მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, რომელბსაც გააჩნდათ საბაზისო განათლება არაძალადობრივი წინააღმდეგობის შესახებ, დამატებითი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინეს ზემოხსენებული მიმართულებით.
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო (OSGF)
ბიუჯეტი: $5,970.00
განხორციელების პერიოდი: 21/04/2022 – 21/07/2022
ქართველი ხალხისგან
აღწერა: პროექტის მიზანია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დახმარება პირველადი საჭიროების ნივთებით. დემოკრატიის მცველების ოფისში პროექტის განხორციელების ეტაპზე იფუნქციენირებს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტი, სადაც თავს იყრის საზოგადოების მიერ მოწოდებული პროდუქტი და მედიკამენტები. მიღებული დახმარება დახარისხების შემდეგ მიეწოდება უკრაინას ან ნაწილდება საქართველოში მყოფ უკრაინელებზე.
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო (OSGF)
ბიუჯეტი: $6,950.00
განხორციელების პერიოდი: 07/03/2022 – 07/06/2022