top of page

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს


აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.


მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.


აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია.


ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.


მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.


ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-Georgia)

  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  5. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

  6. უფლებები საქართველო

  7. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

  9. სასამართლოს გუშაგი

  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

  11. საფარი

  12. სამოქალაქო იდეა

  13. ევროპულ - ქართული ინსტიტუტი (EGI)

  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

  15. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

  16. საზოგადოება და ბანკები

  17. მწვანე ალტერნატივა

  18. თანასწორობის მოძრაობა

  19. თბილისი პრაიდი

  20. GrlzWave

  21. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

  22. საქართველოს ატლანტიკური საბჭო

  23. დემოკრატიის მცველები

  24. ფრანკლინის კლუბი

  25. საქართველოს მომავლის აკადემია

  26. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი

  27. ჭავჭავაძის ცენტრი

  28. დემოკრატიის ინსტიტუტი

  29. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise

  30. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

  31. წერტილი

  32. Promote Georgia

  33. ქვემო ქართლის მედია

  34. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“

  35. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

  36. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“

  37. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა

  38. აფხაზური ამბები

  39. თაობათა გაძლიერების ქსელი

  40. ქალთა ფონდი „სოხუმი“

  41. მაისის მოძრაობა

  42. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

  43. ჯიუტი

  44. დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი

  45. საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“

  46. კომლი

  47. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი - ლაკმუსი

  48. ქალთა ფონდი საქართველოში (WFG)

  49. ყვარლის ევროკლუბი

  50. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო

  51. ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის

Comments


bottom of page