top of page

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.


სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა.


ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას.


ხელმომწერები:


1.      ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

2.      აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის

3.      ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

4.      განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)

5.      დემოკრატიის ინსტიტუტი

6.      დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

7.      დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)

8.      დემოკრატიის მცველები

9.      ევროპის ფონდი

10.   ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

11.   ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

12.   თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

13.   თბილისი პრაიდი

14.   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

15.   მედიის განვითარების ფონდი

16.   მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი

17.   მწვანე ალტერნატივა

18.   მწვანე სექტორი

19.   მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი

20.   პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

21.   პრევენცია პროგრესისთვის

22.   რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)

23.   საეა იმერეთის წარმომადგენლობა

24.   საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

25.   საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები

26.   სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

27.   სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" - RICDOG

28.   სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი

29.   სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

30.   სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

31.   სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი

32.   საორსა

33.   საფარი

34.   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

35.   საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

36.   საქართველოს ევროპული ორბიტა

37.   საქართველოს მედია-კლუბი

38.   საქართველოს მომავლის აკადემია

39.   საქართველოს რეფორმების ასოციაცია

40.   საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

41.   საქართველოს სასამართლოს გუშაგი

42.   საქართველოს სასოფლო დარბაზი

43.   სოლიდარობის თემი

44.   სოციალური სამართლიანობის ცენტრი

45.   ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი

46.   უფლებები საქართველო

47.   ფემინა

48.   ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

49.   ღია სივრცე კავკასია

50.   ყვარლის ევროკლუბი

51.   შშმ ქალთა ალიანსი

52.   ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

53.   წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT

54.   BelGeo Fusion

55.   EUROBRIDGE

56.   ForSet

57.   GrlzWave

58.   Populus Rei

59.   ProActive Group Georgia

Comments


bottom of page