ორგანიზაცია „კანვასისა“ და „კანვას საქართველოს“ მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებებით, ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს ადამიანები, რომლებმაც იციან და სხვებსაც ასწავლიან, როგორ დაიცვან საკუთარი ინტერესები, ხმა და უფლებები არაძალადობრივად.
„კანვასის“ დამფუძნებლები აგრძელებენ ვაცლავ ჰაველის გზას, არ ეგუებიან ტირანიასა და ჩაგვრას, მხარს უჭერენ ადამიანებს, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, რაც ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. ზუსტად ამიტომ თანამშრომლობენ ამ ორგანიზაციასთან დემოკრატიული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ შორის არის აშშ-ის საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 1992 წლიდან ღიად, გამჭვირვალედ და მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობრისა და ურყევი პარტნიორის მიმართ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების თავდასხმა საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას.
სუს-ის მეშვეობით „კანვას საქართველოს“ წევრების, ქართველი თუ უცხოელი უფლებადამცველებისა და აქტივისტების შევიწროების მცდელობები, დამატებით კი – აშშ-ის სამთავრობო პროგრამაზე ღია და დაუსაბუთებელი თავდასხმა, მოქმედი ხელისუფლების მიერ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგი მცდელობაა. კვლავ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ აქტივისტების დაშინების, კარვებისა აკრძალვისა თუ სხვა ავტორიტარული მეთოდების მიუხედავად, ქართველი ხალხისთვის აზრის თავისუფლად გამოხატვის შეზღუდვას ვერავინ შეძლებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
სასამართლოს გუშაგი
საფარი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
სალამი
Comments